ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში


12 აპრილს, ქალაქ ხობში, ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა. შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 8 გუნდი მონაწილეობდა. პირველობის გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ჭალადიდის სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგის საჯარო სკოლის ნორჩმა ფეხბურთელებმა დაიკავეს.
სპორტულ ღონისძიებას ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
 სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ()იპხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთისორგანიზებით განხორციელდა.