„ნოჯიხევის თეთრი ხიდი“ საჩუქარი ბიზნესმენ ზურაბ ფილიპიასგან (ფოტო)


ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ბიზნესმენ ზურაბ ფილიპიას ვესტუმრეთ, რომელსაც 12 აპრილს 70 წელი უსრულდება.
იუბილესთან დაკავშირებით ერთ-ერთი უბნის მოსახლეობას, რომელებსაც ხიდის არ არსებობის გამო რამოდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ სახლებში მისასვლელად,  პატარა, ლამაზი და მდგრადი ხიდი გაუკეთა. თან ქუთაისში გატარებული წლების საპატივცემლოდ ხიდს სახელიც შეურჩიანოჯიხევის თეთრი ხიდი“.
             ზურაბ ფილიპია არის  შპს „დასავლეთ საქგაზმშენი“-ს გენერალური დირექტორიმისი ძირითადი საქმიანობა გაზ სადენების, ნავთობსადენებისა და წყალსადენების მშენებლობაა. წლები ემსახურა ამ საქმეს და არამარტო საქართველოში საზღვრებს გარეთაც არაერთი პროექტი განხორციელებულა მის მიერ.
    ბატონი ზურაბი აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნების საქმიანობაში. აქვს დაფნის, ციტრუსის და ჩაის პლანტაციები, სადაც 15-20 ადგილობრივი  ყავს  დასაქმებული.
         ვულოცავთ ამ ქველმოქმედ ადამიანს 70 წლის იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კიდევ ბევრი კარგი საქმის განხორციელებას.