ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი ჭადრაკში

ქალაქ ხობში, საჭადრაკო კლუბ „ლაზი ერში“, ანრი ჯგერენაიას სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართა ჭადრაკში. ტურნირი საჭადრაკო კლუბ „ლაზი ერის“ ორგანიზებით ჩატარდა და მასში 14 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
I ადგილი - ბადრი ლომაია, II ადგილი - ნიკა ბუკია, III ადგილი - ბესო ქირია.
გამარჯვებული და პრიზიორი მოჭადრაკეები თასებით, სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
პირველობას, ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.