ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია

🎓 2019 წლის 18 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია. მაგისტრის დიპლომი გადაეცა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის 14 კურსდამთავრებულს.
👩‍🎓 კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ფოთის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.
📌 აღსანიშნავია, რომ სწორედ 2018 წლის კურსდამთავრებულებს, პირველად საქართველოში, მიენიჭათ ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, რომელთა შორის ხობელი თეა ვადაქარიაა.