ოთხ პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოთხ პედაგოგს მიანიჭა და სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა. კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული პედაგოგებიდან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ: თამილა გერგაია - ხობის N1 საჯარო სკოლა, ნინელი ხუხია - პირველი მაისის საჯარო სკოლა, ბელა ლაგვილავა - პირველი მაისის საჯარო სკოლა, ეკა ცხადაია - ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლა. ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და უსურვებს წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
ბელა ლაგვილავა - პირველი მაისის საჯარო სკოლა

ეკა ცხადაია - ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლა

ნინელი ხუხია - პირველი მაისის საჯარო სკოლა

თამილა გერგაია - ხობის N1 საჯარო სკოლა