4 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში ხობელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს


4 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში ხობელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს.
თბილისში გამართულ საქართველოს მკლავჭიდის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელები საბა დანელია, საბა ლატარია, ანდრი ბუკია და გოჩა სიჭინავა გახდნენ. ვერცხლის მედალი ნიკა ხომერიკმა, გიგა კოდუამ და დათუნა ჯიშკარიანმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები გიგა დანელია და დიტო ბუკია გახდნენ.
ვულოცავთ ხობელ მკლავჭიდელებს, მწვრთნელს და მათ გულშემატკივრებს ამ დიდ გამარჯვებას.