ავტოსაგზაო შემთხვევა ქ.ხობში აღმაშენებლის ქუჩაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობში. აღმაშენებლის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ორი პირია დაშავებული, რომლებიც ხობის ჰოსპიტალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელია.
შემთხვევის შედეგად, დაზიანებულია გაზის მილი. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული.
როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი ავტომობილი ფიგურირებს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მულის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ან, ექსპლუატაციას გულისხმობს.

ავტორი: მზეკო ჟვანია

Read more at https://primetime.ge/news/