ხობელები უცხოეთში - გიორგი ლოლუა

გიორგი ლოლუა 1919 . 19 ივნისს დაიბადა სამეგრელოშისოფელ ზემო ქვალონში,   ალექსანდრე ლოლუასა და მინადორა ფანცულაიას ოჯახში. 1920 წელს მამა გარდაეცვალა და დედამ გაზარდა. 1936 დაამთავრა თბილისის  N1 სკოლა, 1941წელს კი – საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკული   ფაკულტეტი ინჟინერელექტრიკოსის სპეციალობით.
II მსოფლიო ომში 1941 გიორგი ლოლუა მოხალისედ წავიდაიბრძოდა ლენინგრადის ფრონტზემალე ტყვედ ჩავარდატყვეობიდან ემიგრანტმა ქათველებმა იხსნეს და ქართულ ბატალიონში ჩაწერეს. 1944 ნაწილირომელშიც გიორგი ლოლუა ირიცხებოდა,   გერმანელებმა ჩრდილოეთ იტალიაში გადაიყვანესთუმცა   ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღიაომის შემდეგ საბჭოთა    მხარემ ყოფილი ტყვეებისა და ლეგიონერების გადაცემა მოითხოვაინტერნირებულებს    საფრანგეთისგერმანიისავსტრიისა და იტალიის საოკუპაციო ბანაკებში უყრიდნენ თავსიქიდან კი ისინი ხშირად პირდაპირ ციმბირში ხვდებოდნენგიორგი ლოლუა იტალიაში დარჩა და   მიუხედავად დიდი ეკონომიკური სიდუხჭირისა მილანელ ქალიშვილზე დაქორწინდარომელთანაც ომის წლებში ჰქონდა მიმოწერა. 1947 საბჭოთა კავშირის მხარის მოთხოვნით საფრანგეთისა და იტალიის სოციალუსტურმა მთავრობებმა კოლაბორაციონიზმის“  ბრალდებით დააპატიმრეს  გერმანიის მხარეს მებრძოლი   ქართველები. 1950 იტალიაში კუნძულ ალიპარის ბანაკში ტყვედ იყო და შველას ითხოვდა 11 ქართველირომელთა შორისაც იყო   გიორგი ლოლუა. 1951 საერთაშორისო ორგანიზაციის შუამდგომლობით და მიუნხენის კოლონიის   თავმჯდომარის ალექსანდრე კორძიას აქტიურობით ქართველი ტყვეები გაანთავისუფლეს და   ნეაპოლთან სატრანზიტო ბანაკ ბანიოლაში გადაიყვანესსაიდანაც ემიგრანტებმა გამოიხსნეს,   ერთხანს პარიზში ჩაიყვანეს და შემდეგ  ამერიკაში გადაგზავნეს.
გიორგი ლულუა კანადაშიქალაქ ჰამილტონში დასახლდა და 33 წლის მანძილზე უდიდეს მეტალურგიულ ქარანაში ერთერთი საამქროს ავარ ინჟინრად მუშაობდასადანაც დიდი პატივითა და ჯილდოებით   გააცილეს პენსიაში.
ლექსების წერა გიორგი ლოლუამ საქართველოში დაიწყომისი ლექსების ხელნაწერი კრებული 1940 წლით თარიღდება. 1941-1942 წლებში მისი რამდენიმე ლექსი გაზეთებში „კომუნისტსა“ და „თბილისში“ დაიბეჭდაასევე რამდენიმე ლექსი ომის წლებში ემიგრანტულ გაზეთებში „ქართველი ერი“ და „საქართველო“   დაიბეჭდაომის შემდეგ კი ერთი ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალ „ბედი ქართლისაში“. „მამულშიგამოქვეყნებულმა მისმა ორმა ლექსმა გრიგოლ რობაქიძის ყურადღება და მაღალი   შეფასება დაიმსახურა. 1939-1990 წლებში დაწერილი ლექსების ხელნაწერი კრებული გიორგი ლოლუამ გურამ შარაძეს   გამოუგზავნა.
გიორგი ლოლუამ თავის ერთი ლექსი ინგლისურად თარგმნა და ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნაწერდა მოთხრობებსაცთუმცა მათი ერთ წიგნად გამოცემა ვერ მოასწროუკვე   უკურნებელი სენით დაავადებული გიორგი ლოლუა მეუღლესრომელმაც ქართული არ იცოდასთხოვდამასთან ქართულად ელაპარაკა. 1990 .  21დეკემბერს გიორგი ლოლუა გარდაიცვალა.
გიორგი ლოლუას სამი შვილი – სანდროლეილა და სანდრა კანადაში ცხოვრობენ. 2013 წელს ლეილა ლოლუა პირველად ეწვია საქართველოს.
წყარო:
ლოლუა გიორგი // ქართველები უცხოეთში : .1 რუსუდან დაუშვილიგრიგოლ კალანდაძე,  რუსუდან კობახიძეგოჩა ჯაფარიძეთემურ ტარტარაშვილი. - თბ. 2012 .
Nplg.gov.ge (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)