14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა




14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო დროშა, კიდევ ორ ეროვნულ სიმბოლოსთან  გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან. სახელმწიფო დროშის დღე კი პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა
საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრითზოგად ქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელისიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს.
აქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, სახელმწიფო დროშის დღე ხობის მუნიციპალიტეტშიც აღინიშნა ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშები ქალაქის ცენტალურ ქუჩაზეა  გამოფენილი.