მერიის საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა


12 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 2018 წლის 8 ნოემბერს გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრება) მონაწილეები შეაფასეს.
მერიაში ღია კონკურსი გამოცხადებული იყო შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:
·         კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი
·         შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შიდა აუდიტის საკითხებში
·         შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შიდა აუდიტის საკითხებში

კანდიდატებს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 2 კალენდარული დღის ვადაში ეცნობებათ.