„ცოცხალი წიგნების“ მონაწილეები ხობში (video)

6 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტს თანამედროვე ქართველი მწერლები: ინა არჩუაშვილი, ნინო ქოქოსაძე, ირმა ბერიძე, ირაკლი შამათავა, ლევან ლორია და გივი ჩიღვინაძე ეწვივნენ. მწერლებმა ლიტერატურის მოყვარულებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს და ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედებაზე ისაუბრეს.
 ლიტერატურულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ცოცხალი წიგნები“ ,,პოეზიის მეგობართა კლუბის“ პროექტია, რომელიც მეოთხე წელია ხორციელდება. პროექტი გულისხმობს მკითხველებთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და თანამედროვე ქართული მწერლობის აქტუალურ საკითხებზე საუბარს.