ბიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა

ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილი სოფელ ბიაში მცხოვრები 1959 წელს დაბადებული თ.ნ არის. 
სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.   მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.