აკაკი ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა ჭადრაკში

15 ნოემბერს, ხობის კულტურის სახლში, ღვაწლმოსილი პედაგოგის აკაკი ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო პირველობის დასკვნითი ტურის მატჩები და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ტურნირი, რომელშიც 20 ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა, შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ ნორჩ მოჭადრაკეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინა ბუკია ესწრებოდნენ.
სპორტული შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის" ორგანიზებით განხორციელდა.