ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონია (ვიდეო)


რუმინეთის დედაქალაქ  ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე,  საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ნუგზარ წურწუმია (55 კილოგრამ წონითი კატეგორია) მორიგ, დიდ წარმატებას მიაღწია. ხობელმა ფალავანმა ფინალურ შეხვედრაში, რუსეთის წარმომადგენელ ვიტალი კაბალოევი 3-2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
კულტურის სახლის მცირე დარბაზში მოწყობილ დიდ ეკრანზე ნუგზარ წურწუმიას ჭიდაობას მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ხობელ გულშემატკივრებთან ერთად  ადევნებდა თვალს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ხობელ ფალავანს საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებულ ამ დიდ წარმატებას.








ნუგოს ხობელი გულშემატკივრები