საქველმოქმედო ორგანიზაციის საჩუქარი ხობის მუნიციპალიტეტს


სამეგრელო ზემო - სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების ორგანიზაციამ” (IOCC) ხობის მუნიციპალიტეტისთვის სხვადასხვა დასახელების სამედიცინო სახარჯი მასალა და აღჭურვილობა გამოყო.
საქველმოქმედო ორგანიზაციის საჩუქარი .ს. სამედიცინო კორპორაცია ევესის ხობის ჰოსპიტალს მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსმა, შოლინა კანკიამ გადასცა.
საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების  მიერ გადმოცემული აღჭურვილობა სამედიცინო დაწესებულებ მატერიალურ-ტექიკური ბაზის გაუმჯობესებაში დაეხმარება.