ხობის მოსახლეობამ საძოვრების გასხვისება გააპროტესტა (imedinews)

ფოტო: პაპუნა შუშანია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ სოფლის საძოვრები გაასხივა და ახლა კომპანია რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, მეზობელ სოფელთან დამაკავშირებელ გზას კეტავს.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობის პროდუქტია და იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ ზომები არ მიიღო სოფელი დაცარიელდება. 
ნოჯიხევის მოსახლეობის პროტესტს ხობის მერიაში უკვე უპასუხეს.
როგორც ხობის მერიის ეკომონიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია აცხადებს, აღნიშნული ტერიტორია არ იყო საძოვარი, ეს იყო ჩაის პლანტაცია, რომელიც შპს „კატერმა“ შეიძინა და ინვესტიციას ახორციელებს. რაც შეეხება, მოსახლეობის მოთხოვნას, ის ნაწილობრივ გათვალისწინებული იქნება და მოსაზღვრე სოფელთან დამაკავშირებელი გზა არ ჩაიკეტება.