ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში

21 სექტემბერს, ხობის კულტურის სახლის ფოიეში სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრებაში 32 მოყვარული სპორტსმენი მონაწილეობს. სპორტულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ. შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება. ფინალური შეხვედრები და გამარჯვებულთა დაჯილდოება 23 სექტემბერს, 12 საათზე, კულტურის სახლის ფოიეში გაიმართება.