მერიაში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა


6 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ბუკია უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსების გამოცხადება
2.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების პროექტიხობის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის პროგრამის, პირობების, კანდიდატების შეფასების ფორმების დამტკიცებისშესახებ“ 
3.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების პროექტიხობის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“ .
ღია კონკურსები გამოცხადებულია ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:
) მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობის ნებართვების   რეგულირების საკითხებში;
) მერიის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი.
ვაკანსიების შესახებ განცხადება გამოქვეყნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (https://www.hr.gov.ge).
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.