მერმა სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით მინდა მოვეფერო პირველკლასელებს. ჩემო პატარა მეგობრებო გისურვებთ უღრუბლო ცას, ბედნიერ ბავშვობას და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას. 
წლევანდელი წელი საიუბილეო წელია სკოლისთვის - ახალი ხიბულის საჯარო სკოლას დაარსებიდან 100 წელი უსრულდება. ახალი ხიბულის სკოლა დიდი ტრადიციების მატარებელია. ამ სკოლის კედლებში აღიზარდა არაერთი ცნობილი მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. 
პედაგოგებო თქვენი ღვაწლი განსაკუთრებულია. აღზარდო ქვეყნის მომავალი თაობა - ეს მეტად საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეა. კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში“ - აღნიშნა სიტყვით მისალმებისას მერმა.
საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ქაჯაიამ და მერმა პირველკლასელებს სახელმწიფოს საჩუქარი - ნეტბუკები გადასცეს.