რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა მინიფეხბურთში

18 სექტემბერს, 17 საათზე, ქალაქ ხობში სტარტს აიღებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მინიფეხბურთში. შეჯიბრებაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მერიის, საკრებულოს, პოლიციის, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“, სახანძრო-სამაშველო სამსახურის და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ფინალური მატჩები 24 სექტემბერს, ახალ ხიბულაში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება. 
„ა“ ჯგუფი 
1. საკრებულო 
2. პოლიცია 
3. მერია 
„ბ“ ჯგუფი 
1. სახანძრო-სამაშველო სამსახური 
2. საგანმანათლებლო რესურსცენტრი 
3. „კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრი 
4. „კრისტალი“