ჭალადიდი-შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის (ჭალადიდი - შუა ხორგის მონაკვეთი) რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჭალადიდი - შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ.
➡სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 4 კილომეტრია
➡მოეწყობა მილხიდები და ეზოში შესასვლელები
➡განთავსდება საგზაო ნიშნები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები
➡დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 2 მილიონ 988 ათასი ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს.