შეხვედრა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან

ხობის მუნციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ რეგიონალურ დირექტორს გოგა თოფურიას, საინფორმაციო ცენტრის მენეჯერს სოფო შამუგიას, კომპანია „ეკოლაინის“ კონსულტანტებს - ავთანდილ გაჩეჩილაძეს, მარინა ხოტულევას და ელენე გახარიას შეხვდნენ. შეხვედრაზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე, ექსპლუატაციაზე, სოციალურ კვლევებზე და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ადგილობრივების დასაქმებას. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ხობისა (ახალსოფლის, შუა ხორგის და ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულები) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას და ექსპლუატაციას გეგმავს. პროექტის მიზანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ელექტროენერგიით მომარაგებაა. მერი სტუმრებს თანადგომას და თანამშრომლობას დაჰპირდა.