მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში


8 აგვისტოს, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტების: გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველობის გამარჯვებული ხეთის „ცენტრი“ გახდა, ხოლო მეორე ადგილი ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ.
ფინალურ მატჩს და დაჯილდოების ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
 სპორტული შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.