კომისია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნო


ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიისთავმჯდომარის მოადგილე შოლინა კანკია ხეთის, პირველი მაისის და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მომართვის საფუძველზე, ადგილზე გაეცნენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლების შესაკეთებლად ერთჯერად ფულად დახმარებას (500 4000 ლარის ფარგლებში) ითვალისწინებს.
2018 წელსმუნიციპალური პროგრამით 10 ბენეფიციარზე გაიცა 23500 ლარი.