სტიქია ხობის მუნიციპალიტეტში

უხვი ნალექის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის ხეთისა და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და გზის გარკვეულ მონაკვეთზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია. პრობლემურ ადგილებზე ასევე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხობის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები.