რვა ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 3 აგვისტოს N02/47 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რვა ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ▶ხეთას ციხე (ხამისკური) ▶ზემო ბიის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (ბია) ▶ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ▶ზენის ციხე (საჯიჯაო) ▶ყურუმულიას ციხე-ჯიხა (პირველი მაისი) ▶მაჩხომერის ციხე (პირველი მაისი) ▶ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი (ძველი ხიბულა) ▶გაღმა საჯიჯაოს ციხე (საჯიჯაო).