მდინარე ხობის მარჯვენა სანაპიროზე მოეწყო ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა


ქ.ხობში, მდინარე ხობის  მარჯვენა სანაპიროზე  ახალი ტურისტული ლოკაცია სახელწოდებით ELEMENT-ი გაიხსნა, რომელშიც შედის კეთილმოწყობილი პლაჟი, ღია ბარი, ფრენბურთის მოედანი, კემპინგი და სხვა, როგორც გასართობი ისე დასასვენებელი ინფრასტრუქტურა.
საღამო გახსნა DJ OVERDOZZE-მა, ასევე 
დღეიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ELEMENT-ში ყოველ საღამოს გაიმართება ელექტრონული მუსიკის ივენთები.
ლოკაციის მიმდებარედ გაიმართება პლაჟის ფრენბურთში მსურველებისგან შედგენილ გუნდებს შორის ტურნირი. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ კარვებით. 
ხობის და სამეგრელოს ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად 15 აგვისტოდან იგეგმება 3 და 5 დღიანი ტურები .
საორგანიზაციო ჯგუფის თრექ თრეველის გვერდზე უახლოეს დღეებში დაიდება დაგეგმილი ტურების შესახებ დეტალური ინფორმაცია.