ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში ღონისძიება „გზა სკოლისკენ“გაიმართა

5 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის N1 საბავშვო ბაღში საზეიმო ღონისძიება სახელწოდებით „გზა სკოლისკენ“ გაიმართა. გამოსაშვები ჯგუფის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს სხვადასხვა საკონცერტო ნომრები, რომელმაც მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების უფროსი ელისო კვიკვინია მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ. სტუმრებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მიულოცეს ეს ღირშესანიშნავი დღე და სკოლისკენ მიმავალ გზაზე წარმატებები უსურვეს.