წინასწარი დასკვნა კონკრეციებისა და სეპტარიების შესახებ

საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე პრეზიდენტმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ ჯანელიძემ ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყლის კალაპოტში აღმოჩენილი გეოლოგიური წარმონაქმნების შესახებ წინასწარი დასკვნა წარმოადგინა. მისი განცხადებით მდინარის კალაპოტის გასწვრივ მიმობნეული გეოლოგიური წარმონაქმნები კირქვიანი კონკრეციებია, რომელიც მდინარის დინების მიერაა დამუშავებული და აღნიშნავს რომ, ასეთი ფორმისა და ზომის ნიმუშები დიდ იშვიათობას წარმოადგენენ. მისივე ვარაუდით არსებული ნიმუშები დიდი ხნის წინათ გადაშენებული ზღვის ცხოველებს, ე.წ. ამონიტებს გვანან, რომლებიც დაახლოებით 60 მილიონი წლის წინათ ბინადრობდნენ. მოსაზრების გასამყარებლად კი შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა: 1.მოხდეს აღმოჩენილი წარმონაქმნების გადატანა შესაბამის ადგილზე მათი ნგრევა-განადგურებისგან დაცვის მიზნით; 2. ნიმუშები შესწავლილ იქნას პროფესიონალი პალეონტოლოგებისა და ლითოლოგების მიერ.