„სოკარ ჯორჯია გაზის" განცხადება

გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 6 ივლისის 06:00 საათიდან 7 ივლისის 19:00 საათამდე ხობის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდება.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
https://mygas.ge/Information/Notifications