ხობის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, მდინარე ხობისწყლის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა კონკრეციები (მათ შორის სეპტარიები), რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტმა ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის საკითხებში გოგიტა ჩიტაიამ შენიშნა.
კონკრეციები და სეპტარიები ზოგადად მინერალურ აგრეგატს წარმოადგენენ და ისინი სხვადასხვა ზომისა და ფორმის არიან, როგორც წესი მათი ზომები იწყება მილიმეტრიდან და იშვიათად ერთ მეტრს აღწევენ, ხობში ნაპოვნი კონკრეციები კი გიგანტური ზომისანი არიან.
იმ ადგილებში სადაც კონკრეციები ალაგია მდინარე ხშირად იცვლის კალაპოტს, რადგანაც სწორედ ამ ადგილებში ხდება ინერტული მასალის მოპოვება, ამიტომ პირველ რიგში განხორციელდება მათი უსაფრთხო ადგილზე გადაზიდვა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი შესწავლა,
რის შემდეგაც ცნობილი გახდება დამატებითი ცნობები.