ხობში კიდევ ერთი თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი "DENTAL LAND"-ი გაიხსნა


ქალაქ ხობში 6 ივნისს, 9 აპრილის ქუჩა № 3-ში გაიხსნა სტომატოლოგიური კაბინეტი "DENTAL LAND"-ი  სადაც შესაძლებელია შემდეგი მომსახურების მიღება:
- თერაპიული
- ქირურგიული
- ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია.
მოგემსახურებათ კვალიფიციური, სერთიფიცირებული ექიმი ლანდა ჯიქია, თბილისის წამყვან კლინიკებში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებით.მომსახურებას გაგიწევენ თანამედროვე მედიცინაში არსებული სტანდარტებითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით. გახსნას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარომადგენლები.
     ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონ დარასელიამ დალოცვისას აღნიშნა, რომ მოხარულია იმ ფაქტით ხობში დაბრუნდა კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე იზრუნებს.