ხობში სანოტარო ბიურო ამოქმედდა


ხობში სანოტარო ბიურო ამოქმედდა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სანოტარო სერვისები ისევ ხელმისაწვდომია. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ნოტარიუსი ვლადიმერ თულაძე ემსახურება.
2014 წელს დაწყებული ნოტარიატის რეფორმის შედეგად, მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, ნოტარიუსები სამი წლის ვადით, სავალდებულო წესით, ინიშნებიან. დღეს უკვე სანოტარო ბიურო საქართველოს თითქმის ყველა დასახლებასა და მუნიციპალიტეტში მოქმედებს.
ხობის სანოტარო ბიურო: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა N188, 
ტელეფონი 595 737029.