სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო



1.    აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია:
·         ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების “       სტრუქტურულ ერთეულებში  / 25-ვე  საბავშვო ბაღში/.
·         სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებაში (ხობი. ცოტნე დადიანის ქ.#204),
2.    რეგისტრაციისათვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
·         ნოტარიულად დამოწმებული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი-2 ეგზემპლარი;
·         ჯანმრთელობის ცნობა/ჩატარებული აცრების მითითებით/
·         ფოტოსურათი -2 ცალი (3X4)
·         მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
3.    რეგისტრაცია შესაბამისი ასაკის მიხედვით   
·         2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში  (ბაგის ჯგუფი) რეგისტრაციას გადის ყველა ის აღსაზრდელი, რომელსაც სასწავლო -სააღმზრდელო წლის დასაწყისში (17 სექტემბერს) უსრულდება 2 (ორი) წელი.
·         2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში   აღსაზრდელები რეგისტრირდებიან შემდეგ საბავშვო ბაგა-ბაღებში:
                   ქალაქ ხობის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი;
                  ქალაქ ხობის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი;
                  პირველი მაისის  საბავშვო ბაგა-ბაღი;
                  საჯიჯაოს საბავშვო ბაგა-ბაღი;
                  ხეთის  საბავშვო ბაგა-ბაღი;
·         3-4 წლიანთა; 4-5 წლიანთა ; 5-6 წლიანთა (სასკოლო მზაობის); შერეულ ასაკობრივ (3-დან  6 წლამდე) ჯგუფებში რეგისტრირდებიან ის აღსაზრდელები, რომელთაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (17 სექტემბერს) უსრულდებათ  შესაბამისი ასაკი.
4.    აღსაზრდელთა ჩარიცხვა:
·         რეგისტრაციის განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, განაცხადი გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორს.
·          გაერთიანების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხორციელდება აღსაზრდელთა ჩარიცხვა შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში.
·         საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგი კატეგორიის აღსაზრდელებს:
                 სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს;
                 სპეციალური საგანმათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს;
                 იმ ოჯახის ბავშვებს, რომელთა და-ძმა  ჩარიცხულია  იმავე ბაღში;
5.      ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესი განხორციელდება  მიმდინარე წლის  11 ივნისიდან 20 ივლისამდე.
6.      აღსაზრდელთა ჩარიცხვა განხორციელდება მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე.
7.      ჩარიცხულ აღსაზრდელთა სია  10 აგვისტომდე  გამოიკვრება შესაბამის სკოლამდელ დაწესებულებაში.
8.      2018-2019 სასწავლო-სააღმზრდელო წელი საბავშვო ბაღებში 17 სექტემბერს დაიწყება.