„ინტელექტის დღე 2018“-ის გამარჯვებული ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა


2 ივნისს, ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ - „ინტელექტის დღე 2018“ გაიმართა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის  გუნდი გახდა.
 ღონისძიებას ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ბეატრის რუსია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ხობის N2 საჯარო სკოლის  ინტელექტუალთა გუნდის წევრებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქაჯაიას   საჩუქარი - წიგნები გადაეცათ; ასევე, გოჩა ქაჯაიას ინიციატივით მერია დააფინანსებს გამარჯვებული სკოლის გუნდის ექსკურსიას.
დასკვნითი ღონისძიება 6 ოქტომბერს, თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართება. ფინალში გუნდები 36 შეკითხვას უპასუხებენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან საჩუქრებითა და დიპლომებით.
„ინტელექტის დღე 2018“-ის ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და საქართველოს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“.