13 ივნისის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა



13 ივნისის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას ორი ხობელი ახალგაზრდა - ინდირა და ლიზი ზარანდიები ემსხვერპლა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ,
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.
ხოლო, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.