საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ შეხვედრა გაიმართა


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.
კამპანიის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს  წარმომადგენლები, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეებს და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და საკონტრაქტო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებულ  საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად.
 სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურის პირობები გააცნეს, სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო ბროშურები და თავდაცვის სამინისტროს გაზეთები დაურიგეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. კითხვები ძირითადად, სამხედრო სამსახურში არსებული პირობების, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის საკითხებს, სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურში არსებულ პირობებსა და ანაზღაურების საკითხებს შეეხო.