აქცია „ღამე მუზეუმში“


აქციას „ღამე მუზეუმში“ ხობის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული (მეგრული) ხალხური სიმღერის მუზეუმში, მუზეუმის სპეციალისტმა ნანა ჯალაღონიამ თემაზე - „ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში“ მოხსენება წაიკითხა.
ხეთის  საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი  ფოტოგამოფენა მოეწყო. ხოლო, ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიის ოფიცრის, ივანე იოსავას შესახებ ისაუბრა და მათ, ხობის მონასტრის ისტორის შესახებ ახალი მასალები გააცნო.
ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და საკრებულოს კულტურის, განათლების და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.
აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.