სპორტული ფესტივალი - „სპორტი ყველასათვის“

ხობის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალიტეტის პირველობა მინიფეხბურთში მიმდინარეობს. შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2006, 2007, 2008 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა 12 და გოგონათა 8 გუნდი მონაწილეობს.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ. ასევე, დაჯილდოვდებიან ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებული მოთამაშეები.


სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.