დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გზის მოასფალტება მიმდინარეობს


ქალაქ ხობში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გზის მოასფალტება მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 450 მეტრია, ხოლო, სამუშაოზე დასაქმებულია 17 მუშახელი.