შეხვედრა მაჟორიტარ დეპუტატთან







პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი (დაჩი) ბერაია ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ხობის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მოსწავლეებს და პედაგოგ-მასწავლებლებს შეხვდა.
➡️მაჟორიტარმა დეპუტატმა შეხვედრაზე უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე, სამოქალაქო პროცესებში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე, ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და მოსწავლეებს სკოლის წარჩინებით დამთავრება მიულოცა.
➡️შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რის შემდეგაც მოსწავლეებმა დეპუტატთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.


წყარო: https://www.facebook.com/GDDachiBeraia