ხობელი მოკრივე საქართველოს ეროვნული პირველობის გამარჯვებულია


რუსთავში გამართულ საქართველოს  ეროვნულ პირველობაზე კრივში, წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა ანა ხუნჯუამ. ხობელმა მოკრივემ 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს პირველობის გამარჯვებულს თასი, მედალი და სიგელი გადაეცა.