„ღამე მუზეუმში“ - პროგრამა


19 მაისი, ქალაქი ხობი
15 საათი, ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული (მეგრული) ხალხური სიმღერის მუზეუმი.
– ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში


19 მაისი, ხეთა
17 საათი, ხეთის  საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
  •  საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი   ფოტოგამოფენა
  • ისტორიები საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიის ოფიცრის, ივანე იოსავას შესახებ
  • ხობის მონასტრის ისტორიიდან ახალი მასალების გაცნობა


აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.