სემინარი - „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირებისთვის სემინარი - „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიმართა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია მონაწილეობდა.
მერებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და  „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ მიმართეს.
ღონისძიება „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში გაიმართა.
 მონაწილეებს, დღის განმავლობაში, ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მონაწილე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები  საქართველოსა და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე ესაუბრნენ.
 ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.
 „ევროპის დღეები 2018“-ის მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების და ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.