შუა ხორგაში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ხობის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-48) ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მდინარე ხობზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხიდის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა გაეცნენ.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 598 765 ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს.
 ახალი ხიდის სიგრძე 113 მეტრი, ხოლო სიგანე 8 მეტრი იქნება. სამუშაოზე დასაქმებულია 15 მუშახელი.
ხიდი, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში აშენდა; ხოლო, 1993 წელს აფეთქების შედეგად ხიდის გარკვეული ნაწილი დაზიანდა. სარებილიტაციო ობიექტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას.
2018 წელს, ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრზე, მდინარე ყორათზე ახალი ხიდი აშენდა (1 მილიონ 677 ათასი ლარი); ხოლო, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის მეთერთმეტე კილომეტრზე მდებარე (მდინარე ხობზე) ხიდის რეაბილიტაცია (679 946  ლარი) მიმდინარეობს.