თორსა-დღვაბაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა გაეცნენ. პროექტის შესაბამისად: ▶4750 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი 
▶მოეწყობა რკინა-ბეტონის მილ-ხიდები, ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები ▶ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1.369.889 ლარია
 ▶დასაქმებულია 15 მუშახელი 
▶სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. ეს არის ერთ-ერთი უმოკლესი გზა კურორტ ანაკლიასთან დასაკავშირებლად.