ხობში პროკურატურის ინიციატივით გამწვანების აქცია ჩატარდა (ვიდეო)


22 მაისს, ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის ეზოში, გამწვანების აქცია გაიმართა. ფოთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებთან და უფროსკლასელებთან ერთად მარადმწვანე ხის ნერგები დარგეს.
პროკურატურის თანამშრომლებმა მოსწავლეებთან პროექტის მიზნებსა და გარემოზე ზრუნვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ღონისძიება პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი ეკოსისტემაზე ზრუნვა და მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო. 


ვიდეო www.nwbc.ge