მერი სარაგბო ფესტივალს დაესწრო


19 მაისს, ხობისკოლხეთისსათადარიგო მოედანზე დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც 2005-2006 წლებში დაბადებული ნორჩი მორაგბეებით დაკომპლექტებული ოცდახუთი გუნდი მონაწილეობდა. ფესტივალი, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტი მეცხრედ მასპინძლობს, მიზნად ისახავს რაგბის პოპულარიზაციას, თამაშის წესების სწავლებას და ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების დახვეწას. ფესტივალზე გამარჯვებული გუნდი არ ვლინდება.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით კილასონია და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 მერმა გოჩა ქაჯაიამ ლელოს ფედერაციის და რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე და მუნიციპალიტეტში  ლელოსა და რაგბის განვითარების მნიშვნელობაზე  ისაუბრა.
სპორტული ფესტივალი საქართველოს რაგბის კავშირის და ()იპხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრისორგანიზებით ხორციელდება.