შუა ხორგაში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში შპსსაქართველოს მელიორაციადამშრობი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
პროექტის მიხედვით მოეწყობა 21 მილ-ხიდი და 140 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაიწმინდება არხები.


დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი და მოსავლიანობა.
მიმდინარე წელს, შპსსაქართველოს მელიორაცია“ გეგმავს დამშრობი სისტემის აღდგენას ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში.