ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო ტურნირი (video)

12 აპრილს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა. შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2004-2005-2006 წლებში დაბადებულ ბიჭუნათა 10 გუნდი მონაწილეობდა. პირველობის გამარჯვებული ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი შუა ხორგის სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი ჭალადიდის საჯარო სკოლის ნორჩმა ფეხბურთელებმა დაიკავეს. ღონისძიებას, ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესო მოთამაშეებად დასახელებულებს და პრიზიორ გუნდებს თასები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.